თეგი: ატლანტის ოკეანე

ატლანტის ოკეანეში ძვირადღირებული მანქანებით დატვირთული გემი იწვის

ძვირადღირებული მანქანებით სავსე გემი Felicity Ace, ატლანტის ოკეანის შუაგულში იწვის. საერთაშორისო ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად სატვირთო განყოფილებაში გაჩნდა, გავრცელების შემდეგ კი, ეკიპაჟის 22 წევრი პორტუგალიის საზღვაო ძალებმა გემიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს.  ხანძრის დროს გემი პორტუგალიის აზორის სამხრეთ-დასავლეთით მიცურავდა, ნათქვამია პორტუგალიის საზღვაო ძალების განცხადებაში. 656 ფუტის სიგრძის გემზე ხანძარი 16 თებერვალს გაჩნდა, როდესაც მას ტვირთი, მათ შორის პორშეები და ფოლკსვაგენები ემდენიდან, დევისვილში გადაჰქონდა. პანამაში რეგისტრირებულ Felicity Alice-ს იაპონური Mitsui O.S.K. (MOL) მართავს. მას კომენტარი არ გაუკეთებია. „პორშესთვის“ ცნობილია მომხდარის შესახებ და დეტალებს არკვევს. კომპანია ადასტურებს, რომ მისი ათეულობით მანქანა გემზეა. „ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადამზიდავ კომპანიას ვუკავშირდებით“, - აცხადებენ თავის მხრივ Volkswage-ის წარმომადგენლები. Associated Press-ის თანახმად, Felicity Ace-ს 17000 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია, ათასობით მანქანის ჩათვლით. პორტუგალიის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ 17 თებერვლის მდგომარეობით, ხანძარი გრძელდება და ოკეანის საპატრულო ხომალდი ადგილზე რჩება მიტოვებული გემის მონიტორინგის მიზნით.

გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა

BBC-ის თანახმად, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც პატარა წყალქვეშა სადგურთან კონტაქტი დაახლოებით საათსა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი, ნათქვამია მათი ოჯახის განცხადებაში. კომპანია Ocean Gate Expeditions-მა „ტიტანიკის“ დაღუპვის ადგილას ჩაშვებისთვის განკუთვნილი წყალქვეშა აპარატის გაუჩინარება დაადასტურა. „ჩვენ ვსწავლობთ და ავამოქმედეთ ყველა საშუალება, რათა ეკიპაჟი სახლში ცოცხალი და უვნებელი დავაბრუნოთ. სრულად ვართ კონცენტრირებული გუნდის წევრებსა და მათ ოჯახებზე. გულწრფელ მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უწყებებისა და ზღვაში მომუშავე კომპანიებისგან მივიღეთ ჩვენს ეკიპაჟთან კავშირის დამყარების ძალისხმევისთვის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ტიტანიკი აისბერგს1912 წლის 14 აპრილს, საუთჰემპტონიდან ნიო-იორკამდე მისი პირველი მოგზაურობის დროს შეეჯახა. იმ დღეს 2200 მგზავრიდან 1500-ზე მეტი დაიღუპა.  

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ ეკიპაჟს, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საათის საკმარისი ჟანგბადი ჰქონდეს

წყალქვეშა ნავის ძებნა გადამწყვეტ ფაზაში შედის - BBC ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ ეკიპაჟს, რომელსაც კვირის შემდეგ ეძებენ, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საათის საკმარისი ჟანგბადი ჰქონდეს. BBC-ის თანახმად, ძებნის ოპერაცია ფართოვდება - თვითმფრინავები და გემები, ისევე როგორც დისტანციურად მართვადი მანქანები, ოკეანის დაახლოებით, 10,000 მილს მოიცავენ. კაპიტანი ჯეიმი ფრედერიკი მიმდინარე სამუშაოას კვლავ სამძებრო-სამაშველო ოპერაციად აფასებს: „ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად და იმედიანად". ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავის ბორტზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა BBC-ის თანახმად, კომპანია OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა, 5 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ბრიტანელი 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ბიზნესმენი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი. ბორტზე მყოფ ხუთ ადამიანს შორის ორი პაკისტანელია - ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი. როგორც ვარაუდობენ, ბორტზე იმყოფებოდა ფრანგი მკვლევარიც, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავზე იმყოფებოდა OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში. მაშველები ეძებენ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ მცირე ზომის წყალქვეშა ნავს, რომელსაც ტურისტები ოკეანის სიღრმეში, აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად მიჰყავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში კანადის და აშშ-ის სანაპირო დაცვის გემები და თვითმფრინავები, ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიის ხომალდები მონაწილეობენ. წყალქვეშა ნავი კვირას, 18 ივნისს, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კონტრ-ადმირალმა ჯონ მოგერმა 19 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წყალქვეშა აპარატს 70-96 საათის სამყოფი ჟანგბადი აქვს. ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ტურისტული ექსპედიცია კანადის ნიუფაუნდლენდიდან იწყება და უშუალოდ, კატასტროფის რაიონში გრძელდება, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება თითო ადამიანისთვის 250 000 დოლარს შეადგენს.  

ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავის ბორტზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა

BBC-ის თანახმად, კომპანია OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა, 5 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ბრიტანელი 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ბიზნესმენი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი. ბორტზე მყოფ ხუთ ადამიანს შორის ორი პაკისტანელია - ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი. როგორც ვარაუდობენ, ბორტზე იმყოფებოდა ფრანგი მკვლევარიც, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავზე იმყოფებოდა OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში. მაშველები ეძებენ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ მცირე ზომის წყალქვეშა ნავს, რომელსაც ტურისტები ოკეანის სიღრმეში, აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად მიჰყავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში კანადის და აშშ-ის სანაპირო დაცვის გემები და თვითმფრინავები, ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიის ხომალდები მონაწილეობენ. წყალქვეშა ნავი კვირას, 18 ივნისს, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კონტრ-ადმირალმა ჯონ მოგერმა 19 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წყალქვეშა აპარატს 70-96 საათის სამყოფი ჟანგბადი აქვს. ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ტურისტული ექსპედიცია კანადის ნიუფაუნდლენდიდან იწყება და უშუალოდ, კატასტროფის რაიონში გრძელდება, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება თითო ადამიანისთვის 250 000 დოლარს შეადგენს.  

ენერგეტიკული თანამშრომლობის გაზრდის თვალსაზრისით, სამხრეთ გაზის დერეფანს დიდი პოტენციალი აქვს - სლოვენია

სლოვენია განახლებადი ენერგიის სფეროში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ხედავს , განაცხადა  სლოვენიის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ენერგეტიკის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ჰინკო სოლინჩმა Trend-თან ინტერვიუში. სოლინჩმა აღნიშნა, რომ სლოვენია ენერგორესურსების დივერსიფიკაციის გასაძლიერებლად ევროკავშირის ძალისხმევას მხარს უჭერს. მისივე თანახმად, სლოვენია მიესალმება ნებისმიერ პროექტს, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და ხელს უწყობს უფრო მეტ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას. სოლინჩის თქმით, რაც უფრო მეტი პროვაიდერი იქნება ბაზარზე, მით მეტია კონკურენცია. „სლოვენიაში ჩვენ ამჟამად განსაკუთრებით ორიენტირებულნი ვართ მზის ენერგიის პოპულარიზაციაზე, სადაც ჩვენ ვხედავთ ყველაზე მეტ პოტენციალს. თუმცა ასევე ვგეგმავთ პროექტებს ქარის, ჰიდრო, გეოთერმული ენერგიისა და ბიომასის გამოყენებით, აგრეთვე წყალბადის წარმოებას ჰინკო სოლინჩმა აღნიშნა, რომ სლოვენია ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის პროვაიდერებს, თავი დააღწიონ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას. „ერთ-ერთი პოტენციური ალტერნატიული წყარო ასევე არის აზერბაიჯანი. ამ მხრივ, ჩვენ ვხედავთ სამხრეთ გაზის დერეფანს, როგორც დიდ შესაძლებლობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გასაზრდელად", - აღნიშნა სლოვენიის ოფიციალურმა პირმა. სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.